მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მიხაილ მიზინცევი დაინიშნა, რომელიც „მარიუპოლის ჯალათის“ სახელით არის ცნობილი
მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მიხაილ მიზინცევი დაინიშნა, რომელიც „მარიუპოლის ჯალათის“ სახელით არის ცნობილი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი დაინიშნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მიზინცევმა თანამდებობაზე დმიტრი ბულგაკოვი შეცვალა. მედიაში აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება სხვა სამუშაოზე გადასვლას უკავშირდება, თუმცა სად, არ სახელდება. ბულგაკოვი მინისტრის მოადგილის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, მიხაილ მიზინცევი „პუტინის ფავორიტად“ ითვლება. მათივე ცნობით, 2022 წელს მიზინცევი პირადად ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას და სწორედ მან გასცა ბრძანება, რუს სამხედროებს ბომბები ჩამოეყარათ დრამატულ თეატრზე და დაებომბათ ქალაქის სამშობიარო სახლები, სადაც იმ დროს მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. „უნიანის“ ცნობითვე, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, მას მეტსახელად „მარიუპოლის ჯალათი“ შეარქვეს.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, მიზინცევი სირიაში ოპერაციასაც ხელმძღვანელობდა.