უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას მოითხოვს
უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას მოითხოვს

უკრაინის პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის  აღკვეთი ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით ​შინაპატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცნეკომ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, სევერიონ დანგაძისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, დაკავებულ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი, სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო.