უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალი სატანკო-საარტილერიო დანაყოფისა და ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითი ბრიგადის გაგზავნას აპირებს
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალი სატანკო-საარტილერიო დანაყოფისა და ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითი ბრიგადის გაგზავნას აპირებს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ სტრატეგიულ შეტევას განაგრძობენ. როგორც გენშტაბის განცხადებაშია აღნიშნული, მათი მიზანი კიევის ბლოკადაში მოქცევაა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსული ჯარი შეტევას ქალაქ იზიუმის მხრიდან ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

„გრძელდება შტურმი მარიუპოლზე. ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები გაძლიერებას ელოდებიან და რუსეთი უკრაინაში ახალი სატანკო-საარტილერიო დანაყოფისა და ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითი ბრიგადის გამოგზავნას აპირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.