უკრაინის გენშტაბი - რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 40 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37-ის ჩამოგდება შეძლეს
უკრაინის გენშტაბი - რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 40 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37-ის ჩამოგდება შეძლეს

გასულ ღამით რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 40 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37-ის ჩამოგდება შეძლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის რეგიონებში.

გენშტაბის ცნობით, კიევში საჰაერო განგაში ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი.

ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა, სულ მცირე, ათი სარაკეტო დარტყმა მიიტანა ხარკოვის რეგიონზე, რამაც ენერგომომარაგების პრობლემა გამოიწვია.