უკრაინის გენშტაბი - უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, გრძელდება შეტაკებები ხერსონთანაც, სამხედროები მტრის ზურგში დისლოცირებულ ძალებს ურტყამენ
უკრაინის გენშტაბი - უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, გრძელდება შეტაკებები ხერსონთანაც, სამხედროები მტრის ზურგში დისლოცირებულ ძალებს ურტყამენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალები კონცენტრირებული არიან სამი მიმართულებით შტურმზე.

ბოლო დღე-ღამეში მომხდარი 18 საბრძოლო შეტაკებიდან 60 ავდეევკის, მარინკისა და კუპიანსკის მიმართულებით მოხდა. როგორც უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, რუსების ყველა შეტევა მოგერიებულია.

ამასთან, უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. გრძელდება საბრძოლო შეტაკებები ხერსონთანაც, სადაც უკრაინელი სამხედროები მტრის ზურგში დისლოცირებულ ძალებს ურტყამენ.

უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ცნობას, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქიდან შესაძლო უკან დახევის შემთხვევაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აფეთქებას აპირებენ და ამ მიზნით სხვადასხვა ობიექტს ნაღმავენ.