უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებს წარმატებით უტევენ
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები წარმატებით უტევენ სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებზე.
გენშტაბის წარმომადგენლის, ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, ოპერაციები მიმდინარეობს მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებზე. ასევე გრძელდება მოწინააღმდეგის შეკავება ლიმანის, ავდეევკასა და მარინკის მხარეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა დაბომბეს, სულ მცირე, 25 ფრონტისპირა და სასაზღვრო პუნქტი ხარკოვის, კუპიანსკის, ბოგოდუხოვისა და ჩუგუევის რაიონებში. სამიზნეს ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.