უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს ცხრა დასახლებული პუნქტი, კონტროლი დაიბრუნეს უკრაინის მიწის 160-მდე კვადრატულ კილომეტრზე
შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს ცხრა დასახლებული პუნქტი, კონტროლი დაიბრუნეს უკრაინის მიწის დაახლოებით 160 კვადრატულ კილომეტრზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსი გრომოვმა განაცხადა.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ შეტევითი ოპერაციის ფარგლებში ყველაზე აქტიური ტერიტორიებია მელიტოპოლი და ბერდიანსკი, სადაც უკრაინის ქვედანაყოფები მტრის თავდაცვის სიღრმეში 7.5 კმ-მდე შევიდნენ.
ალექსეი გრომოვის განცხადებით, ე.წ. ცხელი შეჯახების ხაზის სიგრძე 1 200 კმ-ს აჭარბებს.
უკრაინის გენშტაბის შეფასებით, ზოგადად, ქვეყნის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული შეტევითი ოპერაციის დროს ოპერატიული ვითარება მკვეთრად არ შეცვლილა და რუსეთის არმია კვლავ ცდილობს, მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს.