უკრაინის გენშტაბი - მტერი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე, სახმელეთო დერეფნის შენარჩუნებას დროებით ოკუპირებულ ყირიმთან
უკრაინის გენშტაბი - მტერი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე, სახმელეთო დერეფნის შენარჩუნებას დროებით ოკუპირებულ ყირიმთან

მტერი ცდილობს, განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე, ასევე შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან, – ამის შესახებ უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელი ალექსანდრ შტუპუნმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო და საჰაერო იერიშები არ წყდება. მისივე განცხადებით, 18 აპრილს, დასავლეთ რეგიონების სამოქალაქო ობიექტებზე რუსული სარაკეტო დარტყმები გაძლიერდა.

„ოკუპანტები აგრძელებენ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური და აღმოსავლეთი რეგიონებიდან უკრაინის მიმართულებით იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადატანას. ასევე, ლოგისტიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, რუსი ოკუპანტები აწყობენ ლოგისტიკურ ცენტრებს და ქმნიან საველე ბაზებს დაზიანებული აღჭურვილობის შესაკეთებლად და განახლებისთვის. რუსული ძალები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას. გადასატანი შორი დისტანციის მიწა-ჰაერის სარაკეტო დივიზიები განლაგდა უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონში, რათა გადაიფაროს სამეთაურო და საკონტროლო პუნქტები. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის ჯარების თავდაცვის გარღვევაზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ასევე ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დასამყარებლად. ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების ქვედანაყოფების კონცენტრაცია გრძელდება. ოკუპანტები ყურადღებას ამახვილებენ ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისასვლელად. რუსული ჯარები არ წყვეტენ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას ქალაქ მიკოლაევში. გრძელდება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიის გამოყენება უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდასხმებისთვის და დაზვერვისთვის“, – განაცხადა უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა ალექსანდრ შტუპუნმა.