უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ელენოვკაში კოლონიას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რათა ტყვეების წამება, მკვლელობის კვალი დაემალა და ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაედანაშაულებინა
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ელენოვკაში კოლონიას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რათა ტყვეების წამება, მკვლელობის კვალი დაემალა და ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაედანაშაულებინა

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქში, ელენოვკაში კოლონიას საატილერიო ცეცხლი გაუხსნა, რათა ტყვეების წამება და მკვლელობის კვალი დაემალა და ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაედანაშაულებინა.

ინფორმაციას უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

გენშტაბი უკრაინის ძალების მხრიდან ელენოვკას რაიონზე სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს უარყოფს.

„რუსი ოკუპანტები მისდევდნენ თავიანთ დანაშაულებრივ მიზნებს – დაადანაშაულონ უკრაინა „სამხედრო დანაშაულების“ ჩადენაში, ასევე დაფარონ ტყვეების წამება და დახვრეტა, რაც ხორციელდებოდა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ადმინისტრაციისა და რუსეთის მეთაურობის ბრძანებით. აქედან გამომდინარე, ამგვარი განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მოსახლეობისთვის თითქოსდა ცეცხლის გახსნის შესახებ, არის ღია ტყუილი, პროვოკაცია, რომელზეც პასუხს აგებს რუსეთი – აგრესორი, ოკუპანტი და ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დონეცკის ოლქის სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოლენოვკაში მდებარე იმ კოლონიაზე იერიშის შესახებ განაცხადეს, სადაც უკრაინელი ტყვები იმყოფებოდნენ. რუსული მხარის ცნობით, დაღუპულია 53 ადამიანი.