უკრაინის ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს 24.76 პროცენტი აქვს, ვლადიმირ ზელენსკის კი 23.60 პროცენტი
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი ოფიციალური მონაცემებით, ბიულეტენების 0.17 პროცენტის დათვლის შემდეგ, უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმათა 24.76 პროცენტი აქვს.
მეორე ადგილზე შოუმენი ვლადიმირ ზელენსკია 23.60 პროცენტით, მესამე ადგილს კი 17.07 პროცენტით ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო იკავებს.
ეგზიტპოლების საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკი იმარჯვებს, მეორე ადგილზე კი პეტრო პოროშენკოა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 65 პროცენტი იყო.