UFC-ის პრეზიდენტმა მეივეზერთან მოლაპარაკებები დაადასტურა
UFC-ის პრეზიდენტმა მეივეზერთან მოლაპარაკებები დაადასტურა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship – UFC) პრეზიდენტმა დანა უაიტმა დაადასტურა, რომ მისი ორგანიზაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ამერიკელ მოკრივესთან ფლოიდ მეივეზერთან.

მანამდე გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ მეივეზერი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს UFC-სთან ბრძოლების ჩატარებაზე.

„დიახ, ეს სიმართლეა, მართლაც გვაქვს მოლაპარაკებები ფლოიდ მეივეზერთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე. საინტერესო იქნება მასთან ერთად რაიმეს გაკეთება. შესაძლებელია ვარიანტები, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თავის დროზე, მე არ მჯეროდა, რომ კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის ჩხუბი შედგებოდა, მაგრამ როცა მეივეზერის პროფესიულ გუნდთან მუშაობ, ყველაფერი რეალური ხდება. ფლოიდთან მუშაობა იოლი აღმოჩნდა. მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა”, – განაცხადა დანა უაიტმა ESPN-თან კომენტარში.