ფლოიდ მეივეზერი მიმდინარე წელს რამდენიმე საგამოფენო ბრძოლის ჩატარებას გეგმავს
ფლოიდ მეივეზერი მიმდინარე წელს რამდენიმე საგამოფენო ბრძოლის ჩატარებას გეგმავს

იანვრის დასაწყისში ცნობილმა რეპერმა 50 Cent-მა Radio.com-ისა და V-103’s The Morning Culture-ის ეთერში განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი ფლოიდ მეივეზერთან საგამოფენო ბრძოლა ჩაატაროს.

„სიამოვნებით გავმართავდი ბრძოლას ფლოიდთან იმ შემთხვევაში თუ საჭირო წონის დაფიქსირებას მოვახერხებ“.

მეივეზერის პასუხმა არ დააყოვნა. ცნობილი მოკრივე რეპერის წინადადებას მალევე გამოეხმაურა და ბრძოლას დათანხმდა. ფლოიდმა ამ ამბავთან დაკავშირებით ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა.

„მიმდინარე წელს ფოკუსირებას რამდენიმე საგამოფენო ბრძოლაზე გავაკეთებ. მე კვლავ ვგეგმავ, რომ ვიბრძოლო ტოკიოში. ასევე აუცილებლად დავუპირისპირდები ლოგან პოლს. და იმ შემთხვევაში თუ ჯეიკ პოლო შეძლებს ბენ ასკრენის დამარცხებას, მასაც შევხდები. ასევე გავიგე, რომ 50 Cent-ს სურს ჩემთან დაპირისპირება. მან თქვა, რომ მე მასზე გაცილებით ნაკლებს ვიწონი. მინდა ვუთხრა, რომ საერთოდ არ მადარდებს მისი წონა. ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ ბრძოლა“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather)