დეინა უაითმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე აუცილებლად დაბრუნდება #1TVSPORT
UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა განაცხადა, რომ შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი, ირლანდიელი კონორ მაკრეგორი ოქტაგონზე 2024 წელს დაბრუნდება.
„ასი პროცენტით – ის მომავალ წელს აუცილებლად იჩხუბებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მებრძოლების ჰონორარებზე, ჩენდლერს შეუძლია, დიდ ხანს იჯდეს და დაელოდოს, როდის დაბრუნდება მაკრეგორი. ამ ბიჭებს ფინანსური პრობლემა ნამდვილად არ აწუხებთ, ამიტომ ბრძოლის ჩანიშვნის თავიანთთვის ხელსაყრელ დროს მშვიდად დაელოდებიან“, – ამბობს UFC-ის პრეზიდენტი.
35 წლის მაკრეგორმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის ზაფხულში ამერიკელ დასტინ პორიესთან გამართა, დამარცხდა და ფეხის სერიოზული ტრავმაც მიიღო.