„ფორბსი“ - კრიშტიანო რონალდო პირველი მილიარდერი ფეხბურთელია
„ფორბსი“ - კრიშტიანო რონალდო პირველი მილიარდერი ფეხბურთელია

ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა „ფორბსის“ მონაცემებით, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდა. პორტუგალიელმა გასული ერთი წლის განმავლობაში 105 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რითაც გადალახა მილიარდდოლარიანი ზღვარი.

ამით რონალდო გახდა სპორტის ისტორიაში მესამე მილიარდერი. ამ კლუბში მანამდე ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი და მისი თანამემამულე გოლფისტი ტაიგერ ვუდსი მოხვდნენ.

ამგვარი რეიტინგის შედგენისას, „ფორბსი“ ითვალისწინებს რონალდოს მიერ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ხერხით გამომუშავებულ თანხას – ხელფასი, სპონსორობა, სარეკლამო კონტრაქტები და სხვა ინვესტიციები.