კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს მეორე ბრძოლის გამართვას პრომოუშენი 23 იანვარს გეგმავს
დანა უაიტი ადასტურებს, რომ კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს განმეორებითი ბრძოლის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
UFC-ის პრეზიდენტის თქმით, პორიემ კონტრაქტს ხელი მოაწერა და ახლა ჯერი მაკგრეგორზეა. უაიტის განცხადებით, ირლანიდელს კონტრაქტი დღეს გაუგზავნეს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აღნიშნული ბრძოლა 23 იანვარს, აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე შედგება. დაპირისპირება მსუბუქ წონით დივიზიონში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა პორიე ერთხელ უკვე დაამარცხა. 2014 წელს კონორმა „ბრილიანტს“ ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში სძლია.
The Conor McGregor vs. Dustin Poirier rematch is inching closer to reality.
Poirier has signed a bout agreement to fight on 1/23.
McGregor, per sources, hasn’t yet, however, he verbally agreed last month and is not expected to be a hurdle in making the bout a reality.
— Ariel Helwani (@arielhelwani) November 10, 2020