მაიკ ტაისონი დარწმუნებულია, რომ მაკგრეგორს დაამარცხებს
მაიკ ტაისონი დარწმუნებულია, რომ მაკგრეგორს დაამარცხებს

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ შეძლებს შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის დამარცხებას, ოღონდ კრივის წესებით შეხვედრაში.

54 წლის ტაისონი ჯიმი ფელონის შოუს ესტუმრა და მაკგრეგორს სწორედ იქ დაემუქრა.

მაიკ ტაისონმა რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა რინგზე დაბრუნების შესახებ. პირველ საჩვენებელ ბრძოლას ის 12 სექტემბერს, როი ჯონსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბოლოს რინგზე მაიკ ტაისონი 2005 წლის 11 ივნისს ავიდა. სულ პროფესიონალებში 58 ბრძოლა ჩაატარა, 50 მოიგო (44 ნოკაუტით) და ექვსჯერ დამარცხდა. კიდევ ორი ბრძოლა გაუქმებულად გამოცხადდა.

კონორ მაკგრეგორმა კრივის წესებით ფლოიდ მეივეზერთან იჩხუბა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.