ტუნისის ქალაქ შეიტლაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ტუნისის ქალაქ შეიტლაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
საპორტესტო აქცია ტუნისის პატარა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლების განკარგულებით თამბაქოს სავაჭრო ჯიხური დაანგრიეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თამბაქოთი მოვაჭრეს ჯიხურში ეძინა, როდესაც გამთეენიისას მუნიციპალურმა პოლიციამ ბულდოზერით უკანონო ნაგებობა დაანგრია. მოვაჭრე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარით აღშფოთებულმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაკეტეს გზები და საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციას კი ქვები ესროლეს. შეიტლაში სამთავრობო შენობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზბეული არიან სამხედროები.