სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა

10:54, 23.04.2023

სუდანში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის, დედაქალაქ ხართუმში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. სუდანიდან რამდენიმე საათის წინ ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა, – ამ ინფორმაციას თავად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს.

„დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხართუმიდან ამერიკის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სუდანი ამერიკის 100-მდე მოქალაქემ სამი ვერტმფრენით დატოვა.

შეგახსენებთ, ეს სუდანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკვე მეორე ევაკუაციაა.

სუდანის დედაქალაქში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები გასულ კვირას დაიწყო.

მსგავსი