სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა
სუდანში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის, დედაქალაქ ხართუმში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. სუდანიდან რამდენიმე საათის წინ ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა, – ამ ინფორმაციას თავად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს.
„დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხართუმიდან ამერიკის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სუდანი ამერიკის 100-მდე მოქალაქემ სამი ვერტმფრენით დატოვა.
შეგახსენებთ, ეს სუდანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკვე მეორე ევაკუაციაა.
სუდანის დედაქალაქში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები გასულ კვირას დაიწყო.