უკრაინის გენერალურ შტაბი - ბოლო 24 საათში 65 სამხედრო შეტაკება, ძირითადად, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით მოხდა
უკრაინის გენერალურ შტაბი - ბოლო 24 საათში 65 სამხედრო შეტაკება, ძირითადად, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით მოხდა

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 65 სამხედრო შეტაკება მოხდა, ძირითადად, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით.

ამასთან, რუსულმა მხარემ „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა ხარკოვის რეგიონშიც.

შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში რუსული მხარის მიერ გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინელებმა 10-ის განადგურება მოახერხეს.