ტუნისში, სინაგოგასთან სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა
ტუნისში, სინაგოგასთან სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა

ტუნისში, კუნძულ ჯერბაზე, სინაგოგასთან სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი დაცვის თანამშრომელია, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავდა კიდევ ცხრა ადამიანი.

შემთხვევა ყოველწლიური პილიგრიმობის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. როგორც მედია წერს, თავდასხმაში ეჭვმიტანილმა, სამხედრო საზღვაო ძალების მცველმა თავდაპირველად თავისი პარტნიორი მოკლა, შემდეგ კი სინაგოგის მახლობლად ცეცხლი გახსნა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2 500 წლის სინაგოგა სამიზნე გახდა. 2002 წელს აფეთქების შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობაც საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ​“ აიღო, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.