ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა, დაიღუპა, სულ მცირე, 29 აფრიკელი მიგრანტი
ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა, დაიღუპა, სულ მცირე, 29 აფრიკელი მიგრანტი

ტუნისის სანაპიროსთან, სულ მცირე, 29 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა.

„როიტერის“ ინფორმაციით, სანაპიროს მახლობლად მიგრანტების ორი ნავი ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის დროს ჩაიძირა. ტუნისის სანაპირო დაცვის სამსახურმა 11 ადამიანი გადაარჩინა.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ტუნისის სანაპირო დაცვის სამსახურმა 80 ნავი გააჩერა და 3 000 მიგრანტი დააკავა, რომლებიც იტალიის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

მიგრანტების უმრავლესობა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკული ქვეყნების მოქალაქეები არიან. გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს ტუნისიდან, სულ მცირე, 12 000 მიგრანტი ჩავიდა იტალიაში.