ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს ანსამბლმა „რუსთავმა“ უმასპინძლა.
ანსამბლმა არტოს ბაღში რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი წარადგინა და ტოჩინოშინს იმპერატორის თასის მოპოვება, ისტორიული მოგება და ოძეკის ტიტულის მოპოვება მიულოცეს.
ლევან გორგაძეს ანსამბლის წარმომადგენლებმა საჩუქრად 380 ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერების ალბომი და აუდიო დისკები გადასცეს.
ამასთან, მიიწვიეს იაპონიაში დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
„დიდი მადლობა მოლოცვისთვის. სამშობლოში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ძალიან ხანმოკლეა და ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო და ყველა ვნახო. ანსამბლ „რუსთავს“ ვულოცავ იუბილეს. ისე იმღერეს, ჭიდაობა მომინდა და ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა ლევან გორგაძემ.
ანსამბლს წელს საიუბილეო წელი აქვს. დაარსებიდან 50 წელს იაპონიაში ტურნეთი აღნიშნავს და შემოდგომაზე 33 კონცერტს გამართავს.