თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ყველა რეგიონიდან 150-მდე საკრებულოს წევრი ქალები ესწრებიან.
კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ასევე უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.
თამარ ჩუგოშვილმა ხაზი გაუსვა ინკლუზიური პოლიტიკის მნიშვნელობას, რაც ადგილობრივ დონეზე პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალთა მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
„დღევანდელი შეხვედრა არის განსაკუთრებული, რადგან საქართველოს მასშტაბით არჩეული საკრებულოს წევრი ქალები მიუხედავად იმისა, რომ რომელი პარტიიდან არიან, ესწრებიან შეხვედრას. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ქალების რაოდენობა არის ძალიან მცირე. ჩვენ პოლიტიკაში ბევრად მეტი ქალი გვჭირდება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ყველაზე უკეთ იციან სწორედ ქალებმა. სამომავლოდ იმედი მაქვს, რომ მათი რიცხვი გაიზრდება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი 2013 წელს საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციასთან თანამშრომლობის გზით შეიქმნა.