თბილისში, მშვიდობის კათედრალში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს
თბილისში, მშვიდობის კათედრალში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში ამერიკის დროშის გარდა, საქართველოსა და უკრაინის დროშებია გაშლილი.
ცერემონიას კიევის საპატრიარქოს არქიმანდრიტი კირიონ ინასარიძეც ესწრება.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის განცხადებით, მაკკეინი ძვირფასია მსოფლიოში თავისუფლების მოყვარული ადამიანებისთვის.
“ის ყოველთვის იყო დამცირებულების, შევიწროებულების და გარიყულების გვერდით. მისი კვალი წარუშლელი იქნება პლანეტის უახლოეს ისტორიაში”, – აღნიშნა სონღულაშვილმა.