ვაშინგტონში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან
ვაშინგტონში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან

ვაშინგტონში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან. კაპიტოლიუმის შენობაში რესპუბლიკელი სენატორის გამოსამშვიდობებელი ცერემონია პარასკევს დაიწყო.

მას სენატორის ოჯახის წევრები, კონგრესის წარმომადგენლები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მოქმედი და ყოფილი წევრები დაესწრნენ.

ცერემონია ლოცვით დაიწყო, რის შემდეგაც კონგრესში რესპუბლიკელების ლიდერი, მიტჩ მაკონელი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი სიტყვის გამოვიდნენ.

როგორც უკვე ცნობილია, გამოსამშვიდობებელ ცერემონიას, თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი არ დასწრებია. ოფიციალური ნაწილის შემდეგ კი ამერიკელ სენატორთან გამომშვიდობება ამერიკის შეერთებული შტატების რიგითმა მოქალაქეებმა დაიწყეს.

პანაშვიდი გაიმართება ვაშინგტონის საკათედრო ტაძარშიც. ჯონ მაკკეინს სამხედრო პატივით ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე, კვირას დაკრძალავენ.