სენატში ჯონ მაკკეინს 76 წლის ჯონ კაილი შეცვლის
სენატში ჯონ მაკკეინს 76 წლის ჯონ კაილი შეცვლის

ჯონ მაკკეინს სენატში ყოფილი სენატორი, 76 წლის ჯონ კაილი შეცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჯონ კაილი მაკკეინის შემცვლელად არიზონის გუბერნატორმა წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ჯონ მაკკეინის მეუღლე სინდი მაკკეინი.

„ჯონ კაილი ჩემი და ჯონის ძვირფასი მეგობარია. ეს არის დიდი პატივი ჯონისთვის, რომ ის მზად არის, საჯარო სამსახურში დაბრუნებისთვის არიზონის შტატის დასახმარებლად”, – წერს სინდი მაკკეინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ჯონ კაილს კონგრესში მუშაობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 18 წლის განმავლობაში მაკკეინთან ერთად, სენატის წევრი იყო.

არიზონაში არავინ არის მასზე უკეთესად მომზადებული სენატში არიზონის შტატის წარმოსადგენად”, -განაცხადა გუბერნატორმა დაგ დიუსიმ კილის წარდგენისას.

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. მას ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაახლოებით ერთი წლის წინ დაუსვეს.