ირაკლი კობახიძე - აშშ-ი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია
ირაკლი კობახიძე - აშშ-ი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის აშშ-სთან არსებული პატრნიორობისა და თანამშრომლობის  გაძლიერებისთვის.

„აშშ-ი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი აშშ-სთან ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისკენ. მინდა, პატივისცემა გამოთქვა სენატორ მაკკეინის მიმართ და მივუსამძიმრო ამერიკელ მეგობრებს. სენატორი მაკკეინი საქარველოს ერთგული მეგობარი იყო. ის იყო ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი და პიროვნება, მაგალითი იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი პოლიტიკური საქმიანობის ძლიერ მორალურ პრინციპებთან შერწყმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო აფასებს სენატორ მაკკეინის წვლილს გლობალურ პოლიტიკასა და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაში.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ მიმდინარეობს.