გოკა გაბაშვილი საკრებულოს სთავაზობს, თბილისის რომელიმე ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაარქვან
გოკა გაბაშვილი საკრებულოს სთავაზობს, თბილისის რომელიმე ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაარქვან

საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე, გოკა გაბაშვილი საკრებულოს სთავაზობს თბილისის რომელიმე ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაარქვან.

გოკა გაბაშვილის განცხადებით, ამერიკელი სენატორი საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო,ყველა საერთაშორისო ფორუმსა თუ რეზოლუციებში ის აქტიურად აფიქსირებდა საქართველოს მხარდაჭერას.

„ის იყო საქართველოს თავისუფლების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ევროპული მისწრაფებების მხარდამჭრი და კარგი იქნება, თუ თბილისის საკრებულო ამ კარგ ჟესტს გააკეთებს საქართველოს დიდი მხარდამჭერის მიმართ. ეს იქნება არამარტო მაკკეინის, არამედ საქართველოს დიდი პარტნიორის, ამერიკის მიმართ კარგი ჟესტი“, – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მზადყოფნა გამოთქვა ამ ინიციატივაზე მსჯელობისთვის.