ბარაკ ობამა - ჯონ მაკკეინი ერთდროულად მეომარი და სახელმწიფო მოღვაწე იყო
ბარაკ ობამა - ჯონ მაკკეინი ერთდროულად მეომარი და სახელმწიფო მოღვაწე იყო

ჯონ მაკკეინი ერთდროულად მეომარი და სახელმწიფო მოღვაწე იყო, მან ჩვენ უკეთეს პრეზიდენტებად გაგვხადა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჯონ მაკკეინმა სენატი და ქვეყანაც უკეთესობისკენ შეცვალა. როდესაც გავიგე, რომ ცუდად იყო, ძალიან დავმწუხრდი, თუმცა მას უყვარდა არაპროგნოზირებადი ყოფილიყო. ჯონ მაკკეინს არასოდეს დაუკარგავს ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული. ავადმყოფობამ არ შეაშინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას დიადი სული ჰქონდა.

მე და მაკკეინი ძალიან განსხვავებულები ვიყავით. სხვადასხვა თაობები, ისტორიაც განსხვავებული გვქონდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ხშირად პოლიტიკასთან ერთად საკუთარ ოჯახებზეც ვსაუბრობდით და ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობდით“, – აღნიშნა ბარაკ ობამამ.

ვაშინგტონში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან. კაპიტოლიუმის შენობაში რესპუბლიკელი სენატორის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.