თბილისში, ფერისცვალების ქუჩის N6-ში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მოსახლეობას წყალი, გაზი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთან, სახლს ჰყავს კერძო მესაკუთრე, რომელიც ამ სახლში არ ცხოვრობს.
როგორც პირველ არხს ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განუცხადა, წყალი, გაზი და ელექტროენერგია უსაფრთხოებიდან გამომდინარე გათიშეს. გამგებლის თქმით, სახლის მეპატრონეს დემონტაჟს დაჰპირდა.