თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია სამსართულიანი შენობის სასხვენო გადახურვა – 1500 კვ.მ ფართობი.
ადგილზე 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
„ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 16 ერთეული ავტოცისტერნა, სამი სპეციალური დანიშნულების ტექნიკა და ორი სამაშველო ეკიპაჟი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით ორ საათში მოხერხდა.