ნაძალადევის რაიონში, სპორტული კომპლექსის შენობაში ხანძარი იყო

22:37, 05.11.2024

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სპორტული კომპლექსის შენობაში ხანძარი იყო.

ცეცხლი შენობის მეორე, მესამე სართულსა და სახურავზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში იმყოფებოდნენ ადამიანები და მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს მათი ევაკუაცია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ადგილზე იმყოფებოდა ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში დადგინდება ზარალის ოდენობა.

მსგავსი