თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ცეცხლის ინტენსივობამ და დაკვამლიანებამ იკლო.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

ადგილზე 12 სახანძრო მუშაობდა.

ფოტოები: მირიან მელაძე