თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარია
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარია

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის სახურავს უკიდია. ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში არავინ იმყოფებოდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.