თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარია

18:34, 08.10.2024

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.

მსგავსი