თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია

01:10, 19.02.2018

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დამწვარია სამსართულიანი შენობის სასხვენო გადახურვა – 1500 კვ.მ ფართობი.

ადგილზე 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

„ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 16 ერთეული ავტოცისტერნა, სამი სპეციალური დანიშნულების ტექნიკა და ორი სამაშველო ეკიპაჟი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით ორ საათში მოხერხდა.

 

მსგავსი