ესპანეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა

12:55, 15.11.2024

ესპანეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სარაგოსასთან მდებარე ქალაქ ვილიაფრანკა დელ ებროში მოხდა.

რეგიონული მთავრობის ცნობით, ცეცხლი დაწესებულებაში ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 05:00 საათზე გაჩნდა.

ხანდაზმულთა სახლში 82 ბენეფიციარი ცხოვრობდა.

ხანძრის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი