თბილისში 83 წლის მამაკაცს ეძებენ
თბილისში 83 წლის მამაკაცს ეძებენ

თბილისში 83 წლის მამაკაცს ეძებენ. რევაზ მიქაძეს ოჯახის წევრები მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

მამაკაცი 9 ივნისს საღამოს, 19:00 საათზე სახლიდან გავიდა და ამ დრომდე ნათესავებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც ოჯახის წევრებმა პირველ არხს განუცხადეს, მამაკაცს მეხსიერების პრობლემები აქვს.

83 წლის რევაზ მიქაძის ახ­ლობ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ ნო­მერ­ზე – 574 16 12 64.

 

პირველი არხი მამაკაცის ფოტოს ოჯახის წევრების ნებართვით ავრცელებს.