თბილისს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ესტუმრა
თბილისს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ესტუმრა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის ფარგლებში, თბილისს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ესტუმრა.

მწერლის შეხვედრა მკითხველთან წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ გაიმართა.

მკითხველს საშუალება ჰქონდა, ავტორისთვის პირადად დაესვა კითხვები ნაწარმოებების შესახებ.

ღონისძიება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

ერლენდ ლუ ნორვეგიაში ძალიან წარმატებული და აღიარებული მწერალია. მას და მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოშიც.

ამავე პროექტის ფარგლებში, 23 ივნისს საქართველოს ცნობილი ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვევა. მწერალი საქართველოში თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოვა. მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მწერალია. მისი უკლებლივ ყველა რომანი თარგმნილი და გამოცემულია ქართულ ენაზე.

შეგახსენებთ, საქართველო წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა.