ირაკლი ჩიქოვანი - ფედერიკა მოგერინის განცხადება ნიშნავს, რომ ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა
ირაკლი ჩიქოვანი - ფედერიკა მოგერინის განცხადება ნიშნავს, რომ ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა

სადაც ევროპაა იქ არის საქართველო და, სადაც საქართველოა იქ არის ევროპა,  – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ჩიქოვანის თქმით, საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არ ყოფილა მხოლოდ კულტურული მოვლენა, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ფედერიკა მოგერინი საქართველოს სტუმრობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განიხილავს ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გვერდზე, როგორიცაა: კორეის შეთანხმება, ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა, ირანის შეთანხმება. ეს ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოსთან ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე, სადაც ევროპაა იქ არის საქართველო და, სადაც საქართველოა იქ არის ევროპა. საქართველოსთვის ფრანკფურტის ბაზრობა არ ყოფილა მხოლოდ კულტურული მოვლენა, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი. ეს პოლიტიკური განაცხადი ადეკვატურად იქნა მიღებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ფედერიკა მოგერინიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ“.