ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „პენმარათონი 2018“ გაიმართა

17:32, 11.10.2018

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელშიც წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის  სტატუსით მონაწილეობს, საერთაშორისო „პენმარათონი 2018“ გაიმართა. საკონკურსო კომისიამ ექვსი გამარჯვებული გამოავლინა.

ქართველი ავტორებიდან ჯილდოები დაიმსახურეს: I პრემია – 3000€ – ირმა მალაციძემ, II პრემია – 2000€ ალეკო შუღლაძემ, III პრემია – 1000€  მინდია არაბულმა

გერმანელი ავტორებიდან- I პრემია – 3000€ – იანა ფოლკმანმა, II პრემია – 2000€ სიმონა ჰარმაინეკერმა,  III პრემია – 1000€  სარა ბერგერმა.

ასევე, პენმარათონზე გამომცემლობა „დიოგენემ“ კონკურსის შედეგად შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოებისაგან შედგენილი ორენოვანი (ქართულ-გერმანული) კრებულის პრეზენტაცია მოაწყო.

კრებულში შესულია მინდია არაბულის, ნინო გუგეშაშვილის, თეა თოფურიას, ირმა მალაციძის, ალეკო შუღლაძის, სარა ბერგერის, ტილო დირკესის, სიმონა ჰარმაინეკეს, ლასე კოლმაიერისა და იანა ფოლკმანის მოთხრობები.

მსგავსი