ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2019 წელს სტუმარი ქვეყანა ნორვეგია იქნება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2019 წელს სტუმარი ქვეყანა ნორვეგია იქნება

წიგნის ეროვნული ცენტრისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა „სტუმარი ქვეყნის გილდია“ ნორვეგიას გადასცა, რაც ნიშნავს, რომ 2019 წლის ბაზრობის მთავარი სტუმარი ქვეყანა სწორედ ნორვეგია იქნება.

აღნიშნული სტატუსი მედეა მეტრეველისგან მარგარეტ ვალსომ მიიღო.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დღეს დაიხურება, ქართულენოვანი პროგრამები კი გერმანულენოვან ქალაქებში გრძელდება.

შეგახსენებთ, სტუმარი ქვეყნის სტატუსი 2018 წლის ბაზრობაზე საქართველომ გასულ წელს საფრანგეთისგან მიიღო.