ქართველებისთვის ნამღერი „სულიკო“ - სიურპრიზი ფრანკფურტის ბაზრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან [ვიდეო]

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, დღეს დასრულდა.

ბაზრობის ადმინისტრაციამ სტუმარ ქვეყანას სიურპრიზი გაუკეთა. თანამშრომლებმა ქართველები „სულიკოთი“ გამოაცილეს.

სტუმარი ქვეყნის სტატუსი 2018 წლის ბაზრობაზე საქართველომ გასულ წელს საფრანგეთისგან მიიღო. 2019 წელს კი ბაზრობის სტუმარი ქვეყანა ნორვეგია იქნება.

„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ – ეს იყო ქართული პავილიონისა მთავარი კონცეფცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.