თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღეს დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. გეგეშიძის უფლებამდაცველის განცხადებით, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება დათუნაშვილის პროვოცირებულია. როგორც სხდომაზე ადვოკატმა აღნიშნა, გეგეშიძე უდანაშაულოა.
„გეგეშიძესაც არ მიადგა მცირე ფიზიკური დაზიანება, ყველაფერი დაააბრალეს მას ისე, რომ სრულყოფილი გამოძიება არ ჩატარებულა. ამ დღეს ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობდა, მოხდა ინციდენტი, დათუნაშვილმა წააგო შეხვედრა და გამოხატეს სპროტსმენისთვის შეუფერებული არასპორტული პროტესტი. გეგეშიძე იძულებული იყო, ჩარეულიყო და დაემშვიდებინა სპორტსმენები, რადგან მას კარგი ავტორიტეტი აქვს სპორტსმენებში. მისი მთავარი მოტივი იყო, დაემშვიდებინა ისინი და შეჯიბრი გაგრძელებულიყო. დათუნაშვილმა სხვა მიმართულებით მიმავალი გეგეშიძე მიატრილა და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გეგეშიძეს ფიზიკური ანგარიშსწორება რომ სურდეს, არ აირჩევდა ამისთვის სპორტის სასახლეს, გეგეშიძე თავს იცავდა რეალურად და არა ვინმეს თავს ესხმოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. საბოლოოდ სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობასაც ინარჩუნებს.