გეგა გეგეშიძე - კანდიდატურას როგორ დავბლოკავდით, როდესაც არავის წამოუყენებია
გეგა გეგეშიძე - კანდიდატურას როგორ დავბლოკავდით, როდესაც არავის წამოუყენებია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულმა გეგა გეგეშიძემ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივანს, გოჩა ჩორგოლიანს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ძალდატანებით ათქმევინეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

„რას ნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ძალდატანებით ვათქმევინეთ? არჩევნებს აქვს თავისი წესდება, რომელსაც ყველა ვემორჩილებით. იქ არის მითითებული, ვის შეეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ყრილობაზე იყო 22 დელეგატი, რომელთაც კანდიდატის წარმოდგენა შეეძლოთ. არანაირი დარღვევა არ ყოფილა და თუ ვინმეს ამ საკითხებში გარკვევა სურს, შეუძლიათ, ჩვენს იურისტს მიმართონ და დარწმუნდებიან – დარღვევასა და ვინმეს დაბლოკვაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა“, – ამბობს გეგეშიძე.

მისი თქმით, ეს აჟიოტაჟი გაუგებარია: „რატომღაც, ბოლო დღეს გადაწყვიტეს აჟიოტაჟის მოწყობა. ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ. თუ ვინმეს კანდიდატურის წამოყენება სურდა, ეს აქამდეც შეეძლო. ან კანდიდატურას ვინ მოახსნევინა, როდესაც არც წამოუყენებია. მას ეს სურდა, მაგრამ თბილისის ფედერაცის პრეზიდენტმა კანდიდატი არ წარმოადგინა და არჩევნებზე მხარი მე დამიჭირა, ჰყავდა წარდგენილი მხოლოდ პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი“, – აცხადებს გეგეშიძე.

დატოვე კომენტარი