ალექსანდრ ჯიკიჩი – ვაცნობიერებდით, რომ ამ თამაშის წაგება დიდი პრობლემა იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე #1TVSPORT

00:03, 30.11.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ასეთი ტიპის თამაშს ველოდით, ვიცოდით, რომ პორტუგალია მებრძოლი გუნდია და მოედნის არცერთ მონაკვეთზე არაფერს დათმობდა. ჩვენი მხრივ ვაცნობიერებდით, რომ ამ თამაშის წაგება დიდი პრობლემა იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე.

ამიტომ ჩვენც მაქსიმალურად მობილიზებულები შევხვდით თამაშს. ორი განსხვავებული ტაიმი გვქონდა. ცუდად დავიწყეთ, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“.

მსგავსი