თბილისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის „მაკბეტის“ პრემიერა გაიმართება 
თბილისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის „მაკბეტის“ პრემიერა გაიმართება 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 14 დეკემბერს მორიგი პრემიერაა. ჯუზეპე ვერდის ოპერის „მაკბეტის“ ეს ვერსია 2018 წელს, ვერდის ფესტივალზე სახელგანთქმულმა იტალიელმა რეჟისორმა, დანიელე აბადომ (უდიდესი მაესტროს კლაუდიო აბადოს შვილი) ტეატრო რეჯო დი პარმასთვის დადგა.

მაკბეტის“ მსოფლიო პრემიერა 1847 წლის 14 მარტს ფლორენციის თეატრში La Pergola-ში შედგა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „მაკბეტი“ კი პირველად 1868 წლის 10 თებერვალს დაიდგა. ბოლოს სპექტაკლი 2002 წლის 20 დეკემბერს წარმოადგინეს.

ახალი სპექტაკლი ასევე 15, 18, 21, 22 დეკემბერს იქნება წარმოდგენილი.