თბილისის მერთან შეხვედრა მემანქანეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა
თბილისის მერთან შეხვედრა მემანქანეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა

თბილისის მერთან მიმდინარე შეხვედრა მეტროს მემანქანეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც მეტროპოლიტენის გაფიცულმა თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, კახა კალაძის მხრიდან მიიღეს შეთავაზება, რომ მერია ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით მსჯელობას 2019 წელს დაიწყებს, რადგან როგორც მათ განუმარტეს, ამ ეტაპზე ბიუჯეტში შესაბამის თანხა არ არსებობს.

შეხვედრიდან გამოსული მემანქანეები ამბობენ, რომ მათთვის ეს შეთავაზება მიუღებელია და პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

მემანანქეების ნაწილი შეხვედრაზე ამ დრომდე რჩება.

გლდანში, დეპოს ტერიტორიაზე თბილისის მერსა და მეტროს მემანქანეებს შორის შეხვედრა საათზე მეტია მიმდინარეობს.

მანამდე კი შეხვედრა გაიმართა თბილისის მერიაში, თუმცა შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.