თბილისის მერიის ბიგ ბენდი და ანსამბლი „ქართული ხმები“ საქართველოს რეგიონებში ერთობლივ ტურნეს გამართავენ
თბილისის მერიის ბიგ ბენდისა და ლეგნდარულ ანსამბლ ქართული ხმების ერთობლივი ტურნე იწყება. ტურნე 30 ივნისს ახალციხეში დაიწყება და საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება.
კონცერტების სერია გააერთიანებს ქართულ ფოლკლორს, ხალხურ სიმღერებს, საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს.
კონცერტის ხანგრძლივობა 90 წუთი იქნება. რეგიონული ტურნე პროექტ check in georgia ს ფარგლებში იმართება.